დღეს ბრიუსელში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შესახებ იმსჯელებენ. დებატებში მონაწილეობას საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი მიიღებს.
ოპოზიციის მოლოდინით, ევროპარლამენტარები საკმაოდ კრიტიკულ შეფასებებს გააკეთებენ და არ არის გამორიცხული, შესაბამისი რეზოლუცია მიიღონ:
"ევროპარლამენტარებისთვის და ზოგადად ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში გადაიჭრას. ნამდვილად ველოდები სიმწვავეს, ეს სიმწვავე მიმართული იქნება იქითკენ, რომ ხელისუფლებამ შეიმეცნოს რამდენად მნიშვნელოვანია, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა", - აცხადებს ენმ-ს წევრი, თინა ბოკუჩავა.
მასალის გამოყენების პირობები






