ჭყონდიდი ეპარქიაში ვიტარება კლავ დაძაბულია - მეუფე სტეფანე მარტვილის ეპარქიიდან პოლიციის კორდონს გამოჰყავს. როგორც ცნობილია, მეუფე სტეფანე რეზიდენციის მეორე სართულიდან პირველ სართულზე ჩასვლას ცდილობს და სწორედ ამაში ეხმარებიან მას სამართალდამცველები.
მრევლი მას გადადგილების საშუალებას არ აძლევს.
შეგახსენებთ , ეპარქიაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მეუფე სტეფანემ მამაოებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გადაწყვიტა და მრევლისა და ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. ამის შემდეგ, მრევლი შეხვედრის ოთახში შესვლას შეეცადა, რასაც მწვავე დაპირისპირება მოჰყვა. "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ამბობს, რომ მეუფემ გასცა ბრძანება, "ჟურნალისტები მოეშორებინათ".ამის შემდეგ აივნის მოაჯირმა სავარაუდოდ სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ჩაინგრა. დაშავდნენ ტვ პირველის, ფორმულას, რუსთავი ორისა და მთავარი არხის ჟურნალისტები.
მასალის გამოყენების პირობები






