თუ მიშელის მისია იქნება წარუმატებელი, ეს ნიშნავს, რომ სხვა ვერავინ დაგეხმარებათ - კუბილიუსის გაფრთხილება
პოლიტიკა - 17:48, 08 Mar, 2021     1669

ევროპარლამენტარი და ევრონესტის თავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, თუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტს შედეგი არ მოჰყვება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სხვა ვერავინ დაეხმარება.

"იმედი მაქვს, ორივე მხარემ იცის, თუ რას ნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაცია და პროცესებში ჩართვა. ეს იყო ექსტრაორდინალური შემთხვევა. შარლ მიშელი მთელი ევროკავშირის ლიდერია და თუ მიშელის მისიას, რომლის მიზანიც მოლაპარაკებების დაწყებაა, შედეგი არ მოჰყვება, ეს იქნება გზავნილი ევროპისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ მისი მისია იქნება წარუმატებელი, ეს ნიშნავს, რომ სხვა ვერავინ დაგეხმარებათ. მე მოვუწოდებ ორივე მხარეს, ძალიან სერიოზულად მიუდგნენ უშუალოდ მიშელის და მთელი ევროპის გუნდის პროცესებში ჩართვას. ამ კრიზისიდან გამოსვლის გზა უნდა მოიძებნოს".

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია სერიოზულად მიუდგება პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციას და მის ძალისხმევას, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს ორკვირიან ვადაზე მოხდა შეთანხმება, ეს ყველამ იცის. ამ ორ კვირაში უნდა მოხდეს მკაფიო წინადადებების წარდგენა, რაც ქვეყანას შექმნილი კრიზისიდან გამოიყვანს. ბრიუსელში ყველა ამას ელოდება. ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს. მმართველმა პარტიამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და წარადგინოს იდეები. მე იმედიანად ვარ განწყობილი", - აცხადებს კუბილიუსი "იმედთან".

პ.ს. ევროპარლამენტარი და ევრონესტის თავმჯდომარის თარგმნას "ყვ. იმედი" ავრცელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42