ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი სკანდალურ აუდიო ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების აუცილებლობას ვერ ხედავს. მისი განმარტებით, იმ პერიოდში "პატარა ბერას გინება დაავალეს კონკრეტულ პირებს, რათა წყობიდან გამოეყვანათ და ამისთვის არავინ დასჯილა:
"მე მგონია, რომ არ უნდა დაიწყოს აუდიოჩანაწერზე გამოძიება, იმიტომ, რომ ყველამ ყველაფერი იცის. დაავალეს მაშინ, რომ ეგინებინათ პატარა ბერა, რომ როგორმე წყობიდან გამოეყვანათ. არავინ ამისთვის არ დასჯილა, არაფერი შედეგი არ მოუტანია, რაიმე ვინმესთვის ცუდი. დღეს დავალება აქვთ, რომ ისევ აგინონ ბერას - მას მერე, რაც ოჯახი ყავს, ბავშვი გაუჩნდა, იქნებ ისევ რაღაც მოიგონონ, ამითი არიონ სიტუაცია. ისევ დავალებული აქვთ, რომ მოიგონონ როგორ ჩაუჯდა ვიღაცა მანქანაში და უთხრა, რომ მოდით რა, იქნებ არ არ შეაგინოთ" - განაცხადა ვოლსკიმ რუსთავი 2-ის ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები






