თბილისის პროტესტის ტალღამ მოიცვა - ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარდა, საზოგადოებაში ახალმა მოთხოვნამ იჩინა თავი. სკანდალური სიუჟეტის შემდეგ მოქალაქეები ბერას დასჯასა და ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პოსტიდან გადადგომას ითხოვენ.
მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე არა ერთი აქცია მიმდინარეობს. საავტომობილო კოლონის მსვლელობის პარალელურად, გამგეობებთან აქტივისტებმა წარწერები "მკვლელებო", "მანიაკებო", "ძირს მანიაკები" დატოვეს. ასევე, გამგეობების შესასხვლელში ბიძინა ივანიშვილის სტიკერები გააკრეს.
გამგეობებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
სამოქალაქო აქტივისტები მანქანების მსვლელობით ისნის და მთაწმინდის გამგეობებისკენ დაიძვრებიან, შემდეგ კი, რესპუბლიკის მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ.
მასალის გამოყენების პირობები






