მეუფე გრიგოლი სკანდალურ სიუჟეტს მთავარი არხთან სატელეფონო საუბარში ეხმაურება და აცხადებს, რომ ზოგიერთს ბედნიერებას ანიჭებს სხვისი ჩაგვრა. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის განმარტებით, რაც ირგვლივ ხდება, ყველაფერი ჩვენზე აისახება:
"დღეს ტაძარში მოვდიოდი და ვფიქრობდი, რაზე უნდა მესაუბრა თქვენთან. ჩვენ საერონი და სასულიერონი ადამიანები ვართ. ხორცში ვართ, გული გვაქვს, გონება, ემოცია, ჩვენზე ყველაფერი მოქმედებს. ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ ხდება აისახება ჩვენში და იწვევს ძალინ დიდ ტკივილსა და წუხილს. ყველას გვყავს შვილები, მშობლები, ყველას უნდა სიკეთე თავისი ოჯახისთვის. მაგრამ ადამიანებს ძალიან განსხვავებულად წარმოუდგენიათ სიკეთე, ვიღაცა სხვას, რომ გულს გაუხარებს, რომ ასიამოვნებს სიხარულს, რომ მიანიჭებს ამით არის ბედნიერი და ვიღაც ბედნიერია იმით სხვას, რომ დაჩაგრავს, სხვას, რომ წაშლის, სხვას, რომ გაანადგურებს და ამით ხარობს. ეს არ არის ადამიანური. თუ ვართ ქრისტიანები - ჩვენს ყოველდღიურობაში უნდა ვიყოთ და ეს არ უნდა იყოს დეკლარირებული მხოლოდ სიტყვით, მხოლოდ ვირტუალურ ცხოვრებაში ჩვენი მონაწილეობით, არამედ ეს უდნა იყოს ჩვენს მოქმედებებში, ჩვენს გადაწყვეტილებებში, ჩვენს ურთიერთობებში. ღმერთმა მოგვანიჭოს გონიერება და სიბრძნე. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა, არა მხოლოდ ქვეყანა, ღმერთმა დალოცოს ქართული სახელმწიფო", - აცხადებს მეუფე გრიგოლი.
შეგახსენებთ, რომ სკანდალური აუდიო ჩანაწერი ტვ პირველმა გამოაქვეყნა, რომელშიც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბარია.
მასალის გამოყენების პირობები






