თუ ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ დათანხმდება, 20 მარტს დიდ აქციას გავმართავთ - დეკანოიძე
პოლიტიკა - 14:31, 08 Mar, 2021     2289

ენმ-ს წევრის ხატიაქ დეკანოიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ დათანხმდება, 20 მარტს ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას გამართავს. მისი თქმით, ოპოზიცია ერთიანია და ოცნებას მოლაპარაკების ჩაშლის საშუალებას არ მისცემს:

"ვიმსჯელეთ იმ ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც ქვეყანაშია და რა თქმა უნდა, ზოგადად მომავალ გეგმებზე, მათ შორის 20 მარტის აქციაზე. ოპოზიციური ერთობა იმავე პლატფორმაზეა, რომელზეც ვიყავით. მიუხედავად მცირე განსხვავებული პოზიციებისა, რომელიც შეიძლება სხვადასხვა პარტიას ჰქონდეთ, არაფერი ემუქრება ოპოზიციურ ერთობას. ჩვენ „ქართულ ოცნებას“ საშუალებას არ მივცემთ, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს, იმიტომ, რომ ვალდებულებები გვაქვს აღებული საერთაშორისო თანამეგობრობასთან და საქართველოს მოქალაქეებთან. გარდა ამისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იგივეა, ნიკა მელია უნდა იყოს გათავისუფლებული და სწორედ ის წარმოადგენდეს ჩვენს პარტიას მოლაპარაკების მაგიდასთან. უნდა ვისაუბროთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე. დაისვა საკითხი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, ეს ადამიანი ახლა გამოძიებისგან სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი უნდა იყოს. თუ „ქართულ ოცნებას“ სურს რაიმე სახის ნაბიჯი გადმოდგას საქართველოს მოქალაქეებთან, გამოცვალოს მომლაპარაკებელი და წარმოადგინოს სხვა პოლიტიკური ფიგურა, იმიტომ, რომ ღარიბაშვილი სრულად მიუღებელია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ჩვენ ვაპირებთ, არ მივცეთ მათ რაიმე სახის რადიკალური ნაბიჯის გადადგმის საშუალება, რომ მოლაპარაკებები ჩაშალონ. თუ „ქართული ოცნება“ არ წავა რაიმე წინადადებით ვადამდელ არჩევნებზე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ნიკა მელიას საკითხი ძალიან პრინციპულია, მაშინ 20 მარტს ძალიან დიდ აქციას ვაპირებთ და ეს აქცია იქნება საქართველოს მოქალაქეების პასუხი ხელისუფლებისადმი, რომელიც სრულიად თავგასულია", - განაცხადა დეკანოიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42