"ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა კრიზისს ვერ განმუხტავს და მოლაპარაკებების შედეგს დააზიანებს"- ამის შესახებ განცხადება "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა.
მისი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებას არ მისცემს საშუალებას, მოლაპარაკებების პროცესი რაიმე „გამოგონილი მიზეზით“ ჩაშალოს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პერსონალურად ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს, არ მიიყვანს სიტუაციას კრიზისის განხმუხტვამდე, უფრო პირიქით.
ამიტომ გვინდა მოვუწოდოთ „ქართულ ოცნებას“, თავი შეიკავოს ამ პროვოკაციული ნაბიჯისგან, რაუნდები - თუ ასეთი იქნება, წარმოდგენილი იყოს სხვა ლიდერებით.
ამასთანავე, ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება, რომელმაც კრიზისი უნდა განიმუხტოს“,- განაცხადა უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






