"ქართული ოცნების" თავმჯდომარის უკვე ყოფილი მოადგილე, ვასილ მაღლაფერიძე "მთავარი არხის" ჟურნალისტს შეურაცხყოფას აყენებს. მან მედიის წარმომადგენელს "ოდნავ ჩლუნგი" უწოდა.მისივე თქმით, "თლათ" ისე არ უნდა ვქნათ, რომ ჟურნალისტის ხსენებაზე ადამიანს ჟრუნატელი უვლიდეს.
"მთავარის" ჟურნალისტი მირეკავს და მეკითხება, თქვენი წასვლა რით იყო განპირობებულიო?! ვპასუხობ, ჯანმრთელობის მდგომარეობით, საავადმყოფოში ვარ-მეთქი. ფარულ ჩანაწერებზე რას იტყვით, ამას ხომ არ უკავშირდება თქვენი წასვლაო?! მე ვპასუხობ, ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, ვინც ჩაიწერა და დაამონტაჟა, თახსირია, მაგრამ მე სასწრაფოდ დამჭირდა ოპერაცია და ამისთვის ვემზადები-მეთქი. ეგ კიო და იწყებს თავიდან იგივეს, მეც მეათედ ვუყევები ჩემი ოპერაციის შესახებ და ექთანს ეგონა, ჩემი ჯანმრთელობით ნამეტანი შეწუხებული მაგრამ ოდნავ ჩლუნგი გულშემატკივარი მირეკავდა და მკითხა, მე ხომ არ ავუხსნაო?! " - წერს მაღლაფერიძე.
მასალის გამოყენების პირობები






