ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. ვიდეო მიმართვაში ის გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც საკუთარი პოტენციალის რეალიზება ყველას თანაბრად შეეძლება:
"საერთო ჯამში, საქართველო წინ მიიწევს გენდერული თანასწორობისკენ, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. ჩემი გზავნილი მარტივია - ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ყველას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი.
დროა, ვიმუშაოთ იმ ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უშლის გოგონებსა და ქალებს სრულყოფილი წვლილი შეიტანონ საქართველოს მაქსიმალურად გაძლიერებაში.
სწორედ ეს არის ის გზავნილი, რომელსაც ჩვენი სოციალური მედიის არხების საშუალებით გავაჟღერებთ მარტის თვეში დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში დევიზით "ძლიერი ქალები - ძლიერი საქართველო", - აცხადებს კარლ ჰარცელი.
მასალის გამოყენების პირობები






