"სახელმწიფო ხალხისათვის" თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე ტვ პირველის სკანდალურ სიუჟეტს, სადაც სატელეფონო საუბრის შესაძლო გმირები ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი არიან, სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება. მაჭუტაძის თქმით, ის რაც სახელმწიფოში ხდება, არის გარყვნილება და მნმართველობა მხოლოდ ძალმომრეობასა და ტყუილზე გადის:
"გარყვნილება ჰქვია ამას, გარყვნილება აღაზევა ბატონმა ივანიშვილმა. რასაც მისი სახელი უკავშირდება, ყველაფერი გარყვნილებასთანაა წილნაყარი. ხრწნის სახელმწიფო მმართველობას, ხრწნის პოლიტიკას, ეკონომიკას, ბიზნესს, რელიგიური ინსტიტუტებს, მედიას, ძალოვნებს, ყველაფერს...
საქართველოში არამცთუ სახელმწიფო ცხოვრება, ღირსეული არსებობაც კი შეუძლებელი ხდება იქამდე, სანამ მანიაკებისა და ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების მტრების მმართველობაა.
მმართველობა, რომელიც აღარ სდგას არაფერზე. არ სდგას არავითარ მორალურ გააზრებაზე, არანაირ მსახურებაზე ქვეყნის, ხალხის... არანაირ წარმატებასა და გამარჯვებაზე.
პირიქით - ეს მმართველობა ეყრდნობა მხოლოდ ძალმომრეობას, მხოლოდ ტყუილს, მტაცებლობას, ტოტალურ განუკითხაოაბასა და ღირსების ტოტალურ დეფიციტს, სხვისი უფლებისა და ღირსების შელახვას.
ბატონი ღარიბაშვილი მხოლოდ ერთი მკაფიო სახეა ამ უბედობისა და მოუთმენელი საშინელების. პრობლემა არის მხოლოდ და მხოლოდ ბატონი ივანიშვილი - თავისი კლანით, თავისი სიცრუით, თავისი ავადობით, რომელსაც მეტასტაზებით განავრცობს მთელს სახელმწიფო სხეულზე, მთელს ვარჯზე, მთელს საზოგადოებასა და ხალხზე.
ჩვენ ვიცით ჩვენი ამბავი - ტოტალური შეურიგებლობა, შეუგუებლობა, შეუთავსებლობა ამ მანიაკალიზმთან, ამ საზიზღარ რეალობასთან, ამ გარყვნილებასთან" - წერს მაჭუტაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






