"ბერა ლადოზე ჩანაწერში ამბობს, რომ ის 23 წლის "ვზროსლია", დღეს კი ლადო ბენდიანიშვილი 27 წლისაა..." - რეპორტაჟის ავტორის არგუმენტები, რატომ არის ჩანაწერი 2012 წლის შემდეგ გაკეთებული
საზოგადოება - 02:36, 08 Mar, 2021     3237

გამომძიებელი ჟურნალისტი, აუდიოჩანაწერების სიუჟეტის ავტორი მაკა ჩიხლაძე ეხმაურება განცხადებას, რომ გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერი "შეკოწიწებულია" და 2010-2011 წელსაა გაკეთებული. რეპორტაჟის ავტორი, აღნიშნულ განცხადებებს არ იზიარებს და ამბობს, რომ არსებობს რამდენიმე არგუმენტი, რაც ამყარებს ვერსიას, რომ ჩანაწერი 2012 წლის შემდეგაა გაკეთებული:

"თუ გავითავალისწინებთ ფიგურანტებს, ანუ დასასჯელ ადამიანებს, ეს არის ერთი და იგივე პერიოდში ჩაწერილი საუბარი. ერთ ნაწილში ბერა იძლევა დავალებას, ურეკავს ანზორ ჩუბინიძეს, შემდგ ანზორ ჩუბინიძე რეკავს ღარიბაშვილთან და ამბობს, რომ ბერას დავალება რამდენად სწორია, იმიტომ, რომ ზუსტად არ იცის ნამდვილად შეაგინა თუ არა ამ ადამიანმა მას დედა და მესამე ნაწილში ურეკავს ბერა ანზორ ჩუბინიძეს, რომ გაარკვიოს რა ქნა მის დავალებაზე.

მეოთხე ნაწილი ყველაზე ვრცელია, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა განიხილავენ ანზორ ჩუბინიძის შესრულებულ დავალებას" -ამბობს მაკა ჩიხლაძე "მთავარ აქცენტებში.

გარდა ამისა, ჩიხლაძის თქმით, ლადო ბენდიანიშვილზე ბერა ჩანაწერში პირდაპირ ამბობს, რომ ის 23 წლის "ვზროსლია", დღეს კი ბენდიანიშვილი 27 წლისაა.

"კიდევ ერთი ვარაუდი თარიღთან დაკავშირებით ჩანაწერის ის ნაწილია, სადაც ბერა "მიგალკებიან " მანქანებზე და შეიარაღებულ პირებზე საუბრობს და პოლიციის მანქანებს ახსენებს.

და მესამე ნაწილი, ზუმერი - ტრის დაყენებასთან დაკავშირებით. ის ღარიბაშვილს ეუბნება, რომ კარგი იქნება თუ ამ ზუმერს დაიყენებ იმიტომ, რომ მინისტრები რომ დაგირეკავენ ჩემი "ვეში" გაჟღერდება. არ ვიცი 2011 წელს რომელ მინისტრს და რატომ უნდა დაერეკა ღარიბაშვილისთვის"- ამბობს მაკა ჩიხლაძე "მთავარ აქცენტებში" საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42