ქართული ოცნება ჩანაწერს ნაციონალური მოძრაობის ფაბრიკაციას უწოდებს და ამბობს, რომ ოპოზიციის მოლაპარაკებების ჩაშლა სურს. რაც შეეხება გაერთანებულ ოპოზიციას, ლიდერები ამბობენ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება და რომ ისინი არ მისცემენ ხელისუფლებას საშუალებას, ხელოვნურად დიალოგს გაეთიშოს. სკანდალური ჩანაწერის შემდეგ, ოპოზიციაში ამბობენ, რომ დიალოგი შედგება, თუმცა მათი განცხადებით, ისინი პრენიერ ღარიბაშვილთან არ დასხდებიან.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ თუ ივანიშვილს სურს, რომ ნორმალურად წარიმართოს მოლაპარაკებები უნდა შეცვალოს წარომადგენელი.
"ჩვენი ამოცანაა რაც შეიძლება მალე, ეს ადამიანები გავუშვათ ხელისუფლებიდან, ისე რომ საქართველოს ინტერესები ამას არ გადაყვეს. ამის შანსი რეალურია, ის 6-პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის მედიაციით მიმდინარეობს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის აუცილებლად უნდა შესრულდეს და მოუწევს ბიძინა ივანიშვილს ამ პუნქტების შესრულება, სხვა შემთხვევაში უბრალოდ მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება. ძალიან რთულია ახლა ღარიბაშვილთან ვინმე დაჯდეს და ხელი ჩამოართვას, ელემენტარულად შეუძლებელია ამ ადამიანს ხელი ჩამოართვა და ესაუბრო. თუ სურს ივანიშვილს, რომ ნორმალურად წარიმართოს მოლაპარაკებები უნდა შეცვალოს წარომადგენელი, თუ არა ერთი რამ ცხადია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, დიალოგი არის იმისათვის, რომ ჩავიბაროთ კაპიტულაცია ივანიშვილის ხელისუფლების, ეს არის ამ ხელისუფლების დასასრული და ამას ბოლომდე მივიყვანთ. დიალოგს მათ არ ჩავაშლევინებთ.
რაც შეეხება ოპოზიციის სამოქმედო გეგმას, პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ოპოზიციაში არის გარკვეული ემოციები ჩანაწერთან დაკავშირებით. იგი ამბობს, რომ ოპოზიციის მთავარი ამოცანა და გეგმაა 6-პუნქტიანი შეთანხმება მოხდეს დიალოგის მაგიდასთან, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები .
"არის მორალური მომენტი, არის გარკვეული ემოციები. ყოველთვის ვიცოდი ვისთან მქონდა საქმე, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა თუ ეგეთ ნაძირლობასთან გვქონდა საქმე და მათ ჩვენ მოვეპყრობით როგორც იმსახურებენ. ოპოზიციის მთავარი ამოცანა და გეგმაა 6-პუნქტიანი შეთანხმება მოხდეს დიალოგის მაგიდასთან, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და მშვიდობიანად გავაცილოთ ივანიშვილის ხელისუფლება სახლში." - ამბობს ქარდავა.
კითხვაზე ამ აუდიოჩანაწერების გასაჯაროვების შემდეგ შესაძლოა თუ არა ხელისუფლების მხრიდან მედია შტურმი განხორციელდეს ბაჩუკი ქარდავა პასუხოსბ:
"ყველაფერია მოსალოდნელი აგონიაში მყოფი ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ყოველი ესეთი შტურმი არის მოახლოვება მათი პოლიტიკური დასასრულის. ებისმიერი ასეთი უგუნურება მათ ასუსტებს, ასე რომ რაც უფრო მეტ შეცდომას დაუშვებენ მით უფრო მოახლოვდება მათი დასასრული. ყველა მთავარი ამოცანა, მედიის, საზოგადოების უნდა იყოს, რომ ამათ არ გადავაყოლოთ სახელმწიფო, იმიტომ, რომ მათი სიყვარული სახელმწიფოს მიმართ უკვე ჩანს როგორიც არის. ჩვენი ინტერესი ისაა რომ სახელმწიფო შევინარჩუნოთ და გავუშვათ ხელისუფლება. ეს პირობა უნდა შევასრულოთ ყველამ ერთად" - ამბობს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






