პარტია “პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, “TV პირველის“ ეთერში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს გამოძიება, საერთაშორისო საგამოძიებო ინსტიტუტების ჩართულობით.
მისივე თქმით, ჩანაწერები კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის არსებობას.
“სულ რომ არაფერი ვთქვათ კრიმინალის, სუს-ისა და პოლიციის ჩართულობით გაყალბებულ არჩევნებზე და წინა პრემიერის, გიორგი გახარიას გადადგომაზე, რომელმაც სწორედ პოლიტიკური ნიშნით ძალადობა და უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ოფისზე თავდასხმა გააპროტესტა, მხოლოდ ეს ჩანაწერები წარმოადგენს საფუძველს რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად. პლებისციტის დრო ქვეყანაში აღარ არის, ვითხოვთ დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნებს!“, - ნათქვამია კახა ოქრიშვილის მიერ გავრცელებულ განაცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






