მდინარაძე: ოპოზიციის მიზანი მოლაპარაკების ჩაშლაა - არ ვაპირებთ რადიკალიზაციაში ჩაყოლას
პოლიტიკა - 14:28, 07 Mar, 2021     1064

"ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ტვ პირველის ეთერში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები პასუხია ეუთო/ოდირის ​საბოლოო დასკვნაზე, რომელიც, მისი შეფასებით, 2020 წლის არჩევნების შესახებ ძალიან პოზიტიური იყო.

საქმე ეხება ბერა ივანიშვილის საუბარს ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან - ივანიშვილი მათ არასრულწლოვნებზე ძალადობას ავალებს და დასჯის შედეგებს განიხილავს.

"იციან, რომ მათი მხრიდანაც გადმოსადგმელია ერთი კომპრომისული ნაბიჯი მაინც. მათი ნაწილი განიხილავს კიდეც ასეთი წინადადების უახლოეს დღეებში დაყენებას.

და რას აკეთებს ,,ის’’, ვისაც შეთანხმების გაგონებაც არ უნდა - შავი არქივიდან იღებს ძველ ფარულ ჩანაწერებს, ჩეხავს, ამონტაჟებს, ცვლის კონტექსტს, შინაარსს და ამ გაყალბებული რეალობით ხელახლა ცდილობს ხალხის გაბრაზებას, - რადგან წინა რამდენიმე მცდელობამ არ გაამართლა.

სახელი: საინფორმაციო ტერორი საბჭოთა, ,,კაგებეშნიკური" მეთოდებით საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.

მიზანი: მოლაპარაკების ჩაშლა, რევანში, სახელმწიფოს ჩამოშლა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება.

შედეგი: მორიგი წარუმატებელი მცდელობა". - წერს მამუკა მდინარაძე.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი "არ აპირებს რადიკალიზაციაში ჩაყოლას".

"მოლაპარაკების მაგიდასთან ველით მათ თუნდაც ერთ კომპრომისულ წინადადებას.

ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას და სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ. ამას წინ ვერანაირი "კარგად გადაფუთული" ტყუილები ვერ დაუდგება!". - ამბობს ის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42