"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ტვ პრველის ეთერში გასულ სკანდალურ სიუჟეტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ სატელეფონო ჩანაწერის გარშემო გამოძება უნდა დაიწყოს. მისი შეფასებით, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ყველანაირი თვალსაზრისით საშიშები არიან საქართველოს მომსავლისთვის:
"ახლა, ამ მორალის კითხვის ცვლად, მათი სტანდარტით, გამოძიება უნდა დაიწყონ. უნდა დაკითხონ ბატონი ბერა ივანიშვილი, ბატონი ღარიბაშვილი, ბატონი ჩუბინიძე. უნდა დაკითხონ ეს ხალხი და ახლავე უნდა წაუყენონ ბრალი.
ეს სამართლებრივი აბსურდია. ჩვენ, კიდევ კარგი, გვაქვს სიტყვის თავისუფლების ძალიან კარგი კანონი და გვაქვს კონსტიტუციის კარგი განმარტებები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ამ კანონზე და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით. ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მედიას სრული უფლება აქვს, არც წყარო გაამხილოს და ეს ყველაფერი გაავრცელოს.
ივანიშვილის რეჟიმისგან რაც მოვისმინეთ, ის რეაქცია საჯაროა და ყველამ ყველა ვარიანტში კანონიერად ვიცით - ეს რეაქცია არის მორიგი პოლიტიკური განაჩენი. ეს ხალხი ყველანაირი თვალსაზრისით საშიშია საქართველოს მომავლისთვის". - განაცხადა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






