"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემაში "მთავარი აქცენტები" სწორედ ამ ჩანაწერს მიუძღვნა.
გვარამია კონკრეტულ დეტალზე ამახვილების ყურადღებას - ჩანაწერის თანახმად, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს სატელეფონო ზუმერზე "ტრი-ს" დაყენებას სთხოვს.
- "ტრი დაიყენე ზუმერად.. რო დაგირეკავენ მინისტრები და ეგ რო ჩაირთვება.. დაიყენე რა ტრი რაა..
- დავიყენებ ძმაო, მკიდია, კიდევაც დამირეკონ", - ისმის ჩანაწერში.
რა არის "ტრი"? - გვარამიამ ბერა ივანიშვილის ერთ-ერთი კლიპი გაუშვა, სადაც სიტყვა "ტრი" არაერთხელ ისმის. სწორედ ამ კლიპით დასტურდება, რომ ეს 2017 წლის ჩანაწერია.
ნიკა გვარამია ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს მიმართავს, რომელმაც თქვა, ჩანაწერი წინა ხელისუფლების დროს, 2010 ში გაკეთდა:
ბოდვა, არაამქვეყნიური და სამარცხვინო, მანიაკის. ხალხო, რაღაცაზე გაჩერდით, რაღაცის გამართლებაზე. თქვენი შვილები შეიძლება ეს ყოფილიყო. მიუხედავად ყველაფრს,ა მიმაჩნია, რომ ფსიქიურად ადეკვატური ადამიანია. მამუკა, შენს შვილსაც შეეძლო შემთხვევით დაეწერა რამე ცუდი ბერა ივანიშვილზე და შენთანაც მოვიდოდა მინისტრი თავისი ჯარისკაცებით, - მიმართავს ნიკა გვარამია მამუკა მდინარაძეს.
მასალის გამოყენების პირობები






