ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია "ქართული ოცნების"თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ ოპოზიციური სპექტრიდან 2-3 დღეში გარკვეული კომპრომისული წინადადებები წამოვა. მისი თქმით, არის საკითხები, რაზეც დათქმების გარეშე შეიძლება მსჯელობა და არის საკითხები, რაზეც უკვე რეალიზებაშია მოყვანილი, მაგალითად, საარჩევნო რეფორმა:
"ჩვენ გვაქვს გონივრული მოლოდინი და გარკვეული ინფორმაციებიც კი, რომ უახლოეს დღეებში, მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და ისინი დააყენებენ კონკრეტულ წინადადებებს. როგორც ჩვენ ვამბობდით ამ დღეების განმავლობაში, იქნება მართლაც კომპრომისული, პრაგმატული ნაბიჯები, რაზეც შეიძლება მსჯელობა. კომპილაციური დოკუმენტი, რომელიც 6 სხვადასხვა პუნქტს შეიცავს არის სხვადასხვა საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეუძლებელია მსჯელობა, თუმცა გარკვეული დათქმების შემდეგ შეიძლება ამაზე მსჯელობა. არის საკითხები, რაზეც დათქმების გარეშე შეიძლება მსჯელობა და არის საკითხები, რაზეც უკვე რეალიზებაშია მოყვანილი, მაგალითად, საარჩევნო რეფორმა", - განაცხადა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






