ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია "ქართული ოცნების"თავმჯდომარე ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელშიც სავარაუდოდ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერია.
მდინარაძემ ჩანაწერს ფაბრიკაცია უწოდა და განმარტა, რომ ის 2010 წელს არის გაკეთებული, როდესაც ხელისუფლებაში ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობა იყო:
"გვქონდა ინფორმაცია ამაზე და ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის 2010 წლის, ხაზს ვუსვამ არა - 2011 და 2012 წლების, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ქართული ოცნება, არამედ 2010 წლის, არა ერთ, შეიძლება რამდენიმე ათეულ ჩანაწერზეც კი არის საუბარი, საიდანაც ამოკრეფილია, ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ სხვადასხვა ფრაზები.
არის აბსოლუტური ფაბრიკაცია და ამის მეშვეობით, ჩვეულებრივი კგბ-ს მეთოდით, არის დამონტაჟებული და მიმდინარეობს საინფორმაციო ტერორი ჩვენს საზოგადოებას. ალბათ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ასეთი ქმედებები, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს და რა პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა იყოს ამაში, უნდა იყოს დაგმობილი და საზოგადოებრივი აზრი უნდა ჩამოყალიბდეს თქვენი მეშვეობით იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ქმედებები არის დასაგმობი", - განაცხადა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






