პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, პლებისციტი, ვაქცინა - რაზე შეჯერდნენ ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე?
პოლიტიკა - 21:40, 06 Mar, 2021     1281

ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან იმ თემებზე ისაუბრა, რაც სხდომაზე იქნა განხილული.

მისი თქმით, ძირითადი თემები ქვეყანაშ ვაქცინის შემოტანა, ეკონომიკური კრიზისის განმუხტვა, პოლიტიკურ მოვლენებსა და მედიის მიერ მწვავე სიუჟეტების კეთებას ეხებოდა. მდინარაძე ასევე შეეხო პლებიცისტის მოდელს და განაცხადა, რომ ეს არის "წითელი ხაზი":

"პლებისციტი არის საკითხი, რომელიც მათი მხრიდან მცდელობად არის წარმოდენილი როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, თითქოს ეს არის რაღაც ნაბიჯი. ერთადერთი თემა, ერთადერთი საკითხი, რომელიც მათ დააყენეს და დღესაც ცდილობენ, რომ კომპრომისულ ნაბიჯად გაყიდონ ეს არის პლებისციტი. ეს ვერ გაიყიდება და ვერ შეფასდება კომპრომისად, ვერც გადმოდგმულ ნაბიჯად, იქედან გამომდინარე, რომ პლებისციტი არის წარმოუდგენელი წინადადება. ერთი არგუმენტი უკვე დავასახელე - მაგალითად, ავიღოთ, რომ „ქართული ოცნების“ ყველა მომხრემ, ვინც მხარი დაუჭირა წინა არჩევნებში „ქართულ ოცნებას“, ისევ გაიმეორა, ოღონდ პლებისციტზე არდათანხმების გზით პირობითად ჩატარების შემთხვევაში და 48-49% არ ეთანხმება პლებისციტს, ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ლეგიტიმაცია ზუსტად იგივეა „ქართული ოცნების“, რაც არჩევნებზე, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მაინც უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. წარმოუდგენელი ნონსენსია, ალბათ, მეთანხმებით. შესაბამისად, როდესაც მთავრობის დაკომპლექტებას არ სჭირდება ლეგიტიმაცია 50%+1 ხმა, ამ დროს ხელახალ არჩევნებზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ვიმსჯელოთ, რომ პლებისციტმა ასე გადაწყვიტოს, ასეთი წინადადების დაყენება უბრალოდ არარაციონალურია და ემსახურება გაყიდვას რაციონალურ ნაბიჯად, მეტს არაფერს. რა თქმა უნდა, ეს შეგიძლიათ თქვენ შეაფასოთ როგორც "წითელი ხაზი".

რაც შეეხება ვაქცინას, შევპირდით საქართველოს მოქალაქეებს, რომ საუბარი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ ვაქცინაზე. იმისთვის, რომ მართლები ვიყოთ საზოგადოებაში, ამ თვის ბოლო იქნება ის მაქსიმალური ვადა, რომლის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა შემოვიდეს ვაქცინა. საუბარია „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკაზე“, სხვა მიმართულებითაც სწორად მიდის მუშაობა, ავტორიზებული ვაქცინა შემოვა საქართველოში. ეტაპობრივად მოხდება, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის აცრა, შემდეგ კი გაწერილი გეგმის მიხედვით.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკმაოდ ამბიციური პრეზენტაცია წარმოადგინა ეკონომიკური აღდგენის გეგმის მიმართულებით. რეგიონებში, დედაქალაქში, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სხვადასხვა პროექტი ხორციელდება, რასთან დაკავშირებითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტები გაგრძელდება. ასევე იწყება არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელზეც საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია" - განაცხადა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42