"მთავარი არხის" ჟურნალისტზე ემა გოგოხიაზე თავდასხმის ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. მესამე სექტორის განცხადებით, ხელისუფლების წევრების მხრიდან ნეგატიური განცხადებები ჟურნალისტების მიმართ ძალადობას ახალისებს:
"მსგავსი ფაქტები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული და მიეცეს სათანადო რეაგირება. შესაბამისი პირები იყვნენ პასუხისგებაში მიცემული და ეს დაუსჯელობა, ადამიანების, რომლებიც ჩადიან დანაშაულს ჟურნალისტების მიმართ, სწორედ ახალისებს მედიის მიმართ ძალადობას. ასევე მედიის მიმართ ძალადობას ახალისებს ის განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენდით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან", - აცხადებენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში.
"ასეთი ფაქტები, ერთი მხრივ ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლისა და მეორე მხრივ, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციების ასეთი ძალადობრივი მეთოდები დამალვისა, უნდა შეწყდეს და აიკრძალოს ქვეყანაში", - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელმა ზვიად ქორიძემ.
ჯერ-ჯერობით უცნობია, შეუჩერდა თუ არა სტატუსი მესტიის მერს კაპოტონ ჟორჟოლიანს, რომელმაც ემა გოგოხიას მიმართ აგრესიული და არაადამიანური მოპყრობა გამოიჩინა.
მასალის გამოყენების პირობები






