ვაზისუბანში ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნის სოლიდარობის აქცია გაიმართა. ადგილზე მელიას მხარდამჭერების გარდა ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ენმ-ს წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ვერ შედგება, სანამ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან:
"ჩვენ რომ დავძლიოთ პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც შესულია დღეს ქვეყანა, ამისათვის არსებობს რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას აუცილებლად. რა თქმა უნდა მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას იმ პუნქტების განხილვაზე, რომელიც დატოვა შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტის დროს. თუმცა იმისათვის, რომ დავიწყოთ ჩვენ ეს მოლაპარაკება ამისთვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ და ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს ციხიდან და სწორედ ეს უნდა წარმოადგენდეს მთავარ მომლაპარაკებელს "ნაციონალური მოძრაობის" და გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილი



მასალის გამოყენების პირობები






