"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ შუამავლების ჯგუფის ჩამოყალიბებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტნიორების ჩართულობა საქართველოში მიმდინარე კრიზისის განსამუხტად ძალიან მნიშვნელოვანია.
გიგა ბოკერიას თქმით, ქართულმა ოცნებამ სწორად უნდა გაიგოს პარტნიორებისგან მომდინარე სიგნალები.
„ეს ხალხი არიან მორალური და პრაგმატული პოზიციიდან გამომდინარე საქართველოს მხარდამჭერები, მათ პოზიციას მნიშვნელობა აქვს. ამ ხალხს აქვს ხედვა და არა პოლიტიკური პრეფერენციები. ამას უპასუხიმგებლობაზე ბევრად მეტი ჰქვია, თუკი ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც ამას დააიგნორებს", - აცხადებს გიგა ბოკერია.
შეგახსენებთ, რომ შუამავლების გუნდი საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად შეიქმნა და მისი ინიციატორები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები არიან.
მასალის გამოყენების პირობები






