ოთხი აფეთქების შემდეგ ხერხემალი დამიზიანდა, გადაადგილება არ შემიძლია, წალმების ფულიც არ მაქვს - 28 წლის ჯარისკაცი, რომელიც სახელმწიფომ დაივიწყა
პოლიტიკა - 13:21, 06 Mar, 2021     1756

28 წლის ყოფილი სამხედრო ზაურ კომახიძე, რომელიც ავღანეთის სამშვიდობო მისიის შესრულებისას აფეთქების დროს მძიმედ დაშავდა, ჯერ თავდაცვის სამინისტრომ ჯარიდან გამოუშვა, რათა მისი მკურნალობის ხარჯები არ აენაზღაურებინა, ახლა კი სახელმწიფომაც დაივიწყა და უსახსრობის გამო წამალს ვერ ყიდულობს.

კომახიძის თქმით, მას დაზიანებული აქვს ხერხემალი და თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლია:

"დანაღმული მანქანა დაგვეჯახა, რის შედეგადაც დამიზიანდა ხერხემალი. სულ 4 აფეთქება მოგვივიდა. დანიშნული წამლების ნახევარი მაქვს ნაყიდი, იმიტომ, რომ არ მაქვს საშუალება და ვერ ვყიდულობ წამლებს. თავდაცვის სამინისტრომ, თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა სრულად. საქართევლოში რომ დაბრუნდები, ვითომ ჯარისკაცი არ ყოფილხარ, ისეთ მდგომარეობაში გაყენებენ, ისე გიშვებენ ჯარიდან. არავის არ შემოუღია ჩემი კარი 3-4 წლის განმავლობაში. როგორც ავღანეთში დაჭრილი სხვა სამხედროების შემთხვევაში ხდება, მეც მინდა, რომ გერმანიაში გადამაფრინონ და რეაბილიტაციის სრული კურსი გავიარო", - ამბობს, ჯარისკაცი, ზაურ კომახიძე.

ზაურ კომახიძე, საქართველოს შეიარაღებული ჯარების სენაკის მე-4 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი იყო. ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში სამჯერ იმყოფებოდა ავღანეთში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42