ტვ პირველის შბათის სიუჟეტის ანონსიდან ვიგებთ, რომ ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ადამიანების ქუჩური წესებით დასჯას იმის გამო უკვეთავს, რომ მათი კომენტარები არ მოეწონა. ირკვევა, რომ მანქანებით, ქუჩა-ქუჩა დასდევენ ბერას შავ სიაში შეყვანილ ადამიანებს და სამაგალითოდ სჯიან. ჩანაწერში ფეისბუქკომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
“სკოლაში ჩაფსმული მივა” – ამბობს ბერა ჩანაწერში, რომელსაც “ტვ პირველი” ავრცელებს.
“სკოლაში საერთოდ ვერ წავიდოდა” – პასუხობს მას ღარიბაშვილი.
ტვ. პირველის ვარაუდით, საუბარი 2016 წელს შედგა, თუმცა საუბრის ზუსტი თარიღიც უცნობია, მასში სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძეც მონაწილეობს, რომელთანაც ჩანაწერში ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ანგარიშსწორების გეგმას ცალ-ცალკე განიხილავენ.
ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ანგარიშსწორების გეგმის შესრულების შემდეგაც უკავშირდება და მას ამბის დეტალებს აცნობს. ბიძინა ივანიშვილის შვილი მოქმედ პრემიერმინისტრს ეუბნება, რომ ჩუბინიძის რაზმმა მსხვერპლი ისე შეაშინა, რომ მისთვის ფეისბუქკომენტარის გამო ბოდიშის მოხდაც აიძულეს.
სავარაუდო სატელეფონო საუბრისას, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ასევე უყვება, რომ ფეისბუქპოსტზე მისი შეურაცხყოფის გამო, ჩუბინიძის დაჯგუფებამ სკოლის მოსწავლე, მიზანმიმართულად, ღირსების შელახვისა და შეურაცხყოფის მიზნით, მეზობლების თვალწინ დაამცირა.
ჩანაწერის თანახმად, ბერა ღარიბაშვილს უყვება, რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცოდა.
მასალის გამოყენების პირობები






