პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპლიტეტის სოფელ სართიჭალაში მომხდარი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 3 მარტს, სოფელ სართიჭალაში ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე, ზ.მ.-მ მოკვლის განზრახვით, უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზ.ს.-ს თავისა და ხელის არეში დაზიანება მიაყენა.
ამის შესახებ პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 3 მარტს, სოფელ სართიჭალაში ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე, ზ.მ.-მ მოკვლის განზრახვით, უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზ.ს.-ს თავისა და ხელის არეში დაზიანება მიაყენა.
აღნიშნულის შემდგომ ზ.ს.-მ შურისძიების მოტივით, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მიზნით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, ავტომანქანაში მყოფი შ.ქ.-ს, თ.გ.-ს და ზ. მ.-ს მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შესეგადაც მიღებული დაზიანებებით შ.ქ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო თ.გ. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.
სამართალდამცველებმა ზ.ს. და ზ.მ. 4 მარტს დააკავეს. ზ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და ტარება), ხოლო ზ.მ.-ს 19 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით საგამოძიებო უწყება პატიმრობის გამოყენებას ითხოვს და ამ შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






