დავით გარეჯის თემა პოლიტიკურ სამოსშია გახვეული და ამ ასპარეზზე გამოჩნდა სახალხო დამცველიც - ვოლსკი
პოლიტიკა - 19:20, 05 Mar, 2021     1062

"დავით გარეჯის თემა პოლიტიკურ სამოსშია გახვეული და ამ ასპარეზზე გამოჩნდა სახალხო დამცველიც" , - ასე აფასებს "ქართული ოცნების" წევრი, გია ვოლსკი, ომბუდსმენის პოზიციას დავით გარეჯთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, დავით გარეჯი კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს სახალხო დამცველი და რა პოზიციები აქვს.

"საერთოდ, ძალიან საინტერესო ფუნქციაა სასამართლოს მეგობარი სტატუსი, რომლითაც სარგებლობს სახალხო დამცველის ოფისი და იგი ვალდებულია მიაწოდოს სასამართლოს თავისი მოსაზრებები საქმესთან დაკავშირებით ზოგადად და არა ადვოკატობა გაუწიოს ბრალდებულს, ან პირიქით, ბრალი წაუყენოს მას. რასაკვირველია, დავით გარეჯის თემა პოლიტიკურ სამოსშია გახვეული, როგორც ამის სურვილი ჰქონდა ჩვენს ოპონენტებს. აქ, ამ ასპარეზზე გამოჩნდა სახალხო დამცველიც, ასე რომ, ეს საკითხი და ეს თემა საერთოდ, რაც ძალიან კარგად იცის სახალხო დამცველმა, თუ როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი, კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი სახალხო დამცველი და რა პოზიციები აქვს ამ პოლიტიკური დაპირისპირების ფორმატში. გარდა ამისა, ისიც ცნობილია, რომ საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ გამოუთხოვია და არც დეტალურად გაცნობია საქმის გარემოებებს.

ასეც რომ იყოს, დასკვნა იმის თაობაზე, არის თუ არა ის ხაზი გავლებული კონკრეტული რუკის შესაბამისად და არის თუ არა დარღვეული კონკრეტული პიროვნებების მიერ ინტერესები ჩვენი ქვეყნისა, რასაკვირველია, ეს მისი კომპეტენცია არ არის. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რასაკვირველია, შეუძლია იხელმძღვანელოს ნებისმიერ ჩვენგანს და თავის დასკვნა გააკეთოს. მართალი იყო გადაწყვეტილება, სწორად იქნა მიღებული, თუ არ იქნა სწორად მიღებული. მაგრამ, თავად პროცესის მიმდინარეობა, რასაკვირველია, იმ სტანდარტში უნდა ჯდებოდეს, რომელიც საერთაშორისო დონეს შეეფერება. ამ საკითხებთან დაკავშირებით, რასაკვირველია, სახალხო დამცველი არა მარტო კომპეტენტურია, არამედ ვალდებულიც არის თავის განმარტებები გააკეთოს. რაც შეეხება დასკვნების კეთებას, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, მის პოლიტიკურ შინაარსს," - ამბობს გია ვოლსკი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42