"ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულების პროცესი - პროკურატურა ოთხივე დაკავებულისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. დაცვის მხარემ სასამართლოს 2 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.
ბრალდებულების ადვოკატის, ზაურ მინდიაშვილის, თქმით, ეს იყო სიმთვრალის ნიადაგზე სპონტანურად წამოჭრილი ქმედება.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ. ოპოზიცია დამკვეთის ვინაობის დადგენას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები მომხდარის უკან "ქართულ ოცნებას" ხედავენ.
"საინტერესოა ვინ არიან დანაშაულის დამკვეთები. შემსრულებელები შეიძლება იყვნენ დაკავებულები, მაგრამ შემსრულებელთა წრე იქნება ძალიან დიდი, თუ არ გაირკვა დამკვეთების ვინაობა", - აცხადებს ადვოკატი, თამარ თიბილაშვილი.
ბრალდებულები პოლიტიკური დაკვეთის შეასრულებას უარყოფენ.
მასალის გამოყენების პირობები






