არის საკითხები, რომლებზეც კომპრომისს ვერ მივაღწევთ, თუმცა, მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის - ოხანაშვილი
პოლიტიკა - 11:33, 05 Mar, 2021     1006

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სახელისუფლებო გინდი მოლაპარაკებებისთვის მზად არის. თუმცა, განმარტავს, რომ არსებობს ცალკეული საკითხები, რომლებზეც კომპრომისის მიღწევა შეუძლებელია, თუმცა პოზიციების დაახლოებისთვის რესურსის გამონახვა აუცილებელია:

"ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ის დიალოგი, რომელიც არის დაანონსებული, შედგება. ყოველ შემთხვევაში, რაც არ უნდა პოლიტიკურად განსხვავებულ პოზიციებზე ვიყოთ ჩვენ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, მითუმეტეს იმ რადიკალურ ჯგუფებთან, რომლებიც აანონსებენ რევოლუციურ სცენარებს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მზად ვართ, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ. თუმცა, ეს არ შეიძლება იყოს ცალმხრივი, ეს უნდა იყოს ორმხრივი, ვინაიდან წარმოუდგენელია რაიმე შეთანხმების მიღწევა, თუ არა ორმხრივი კომპრომისები. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. არის ასევე გამოკვეთილი საკითხები, რასთან მიმართებაშიც ვერ შედგება ვერანაირი კომპრომისი, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე ულტიმატუმებით ვსაუბრობთ. ჩვენ გვესმის, რომ დიალოგი ნიშნავს არა ულტიმატუმის ენით საუბარს, არამედ შესაძლებლობების გამონახვას, სადაც შეგიძლია პოზიციები დავაახლოვოთ. ვნახოთ, რამდენად იქნება ამის მზაობა ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან, თუმცა, ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან აშკარად იკვეთება დაინტერესება, რომ ასეთი კომპრომისები შეიძლება იქნეს მიღწეული,"- განაცხადა ოხანაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42