5-თვიანი პაუზის შემდეგ დღეს ერგნეთში შეხვედრა განახლდა - რა საკითხებს დასვამს ქართული მხარე
პოლიტიკა - 11:21, 05 Mar, 2021     932
ხუთთვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაინიშნა.

ამ დროისთვის ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის უკანონოდ დაკავებული საქართველოს 4 მოქალაქე ჰყავს. ოთხივე მათგანს საპოკუპაციო ხაზის გადაკვეთა ედება ბრალად. შესაბამისად ქართული მხარე შეხვედრაზე ამ საკითხს დასვამს.

დაკავებულთა ოჯახები ხელისუფლებისგან კონკრეტულ შედეგს ელოდებიან.

"სუს-სიგან ვიგებთ ინფორმაციას, რომ ამოქმედებული აქვთ ყველანაირი ბერკეტი. საქმის კურსშია ისეთი ქვეყნები, რომლებიც აქამდე არც ერთ გატაცებულთან არ ყოფილან ჩართულნი. ჩემტან პირადად არ ადასტურებენ და ღიად არ ამბობენ, რა თემებზე მიდის შიგნით საუბარი. მაგრამ იმედს არ კარგავენ, რომ უახლოეს მომავალში წარმატებით დამთავრდება ეს ყველაფერი", - აცხადებს ზაზა გახელაძის მეუღლე, ირმა ბუთხუზი.

რამაზ ბეღელურის დედის, ნორა ტერიშვილის თქმით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და ერთი თვეა ბერელურის შესახებ არაფერი გაუგია.

"ისაა უკანონოდ დაკავებული, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ინსულტი ორჯერ აქვს გადატანილი. ერთი თვე გავიდა და ინფორმაცია არ მაქვს როგორაა. აუცილებელია, რომ დროულად გათავისუფლდეს", - თქვა ნორა ტერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გენადი ბესტაევს 3-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ლაშა ხეთერელს 1 წელი, რამაზ ბეღელურს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა, ხოლო ზაზა გახელაძეს ცხინავლის ე.წ სასამართლომ 12 წელი და 6 თვე შეუფარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42