ოპოზიციის დანაწევრება ოცნების სტრატეგია და ტაქტიკაა, ამაში არ უნდა მივეხმაროთ - სამადაშვილი
პოლიტიკა - 23:16, 04 Mar, 2021     1414

ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი ვადამდელი არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარების თაობაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "ოპოზიცია უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, რომ არ გააკეთოს რაიმე განცხადებები, რომელიც შეიძლება ქართულმა ოცნებამ გამოიყენოს".

სამადაშვილს მიაჩნია, რომ "მნიშვნელობა არ აქვს ვინ დააფიქსირებს ახლა რაღაც განცალკევებულ პოზიციებს".

"დღეს უბრალოდ მიმაჩნია, რომ არაფრისმომცემია საუბარი იმაზე, რაღაც დეტალებზე, ჩვენ როგორ მივუდგებით ვადამდელი არჩევნების საკითხს. ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დიდ რამეს, როდესაც მიშელის [ევროპული საბჭოს პრეზიდენტის] მიერ გაკეთებულ მოლაპარაკებების გეგმაში, სადაც არის ჩამოთვლილი, რა თემებზე უნდა შედგეს შეთანხმება, ჩაიწერა, რომ ვადამდელი არჩევნები არის ერთ-ერთი თემა, რომელზეც უნდა მოხდეს პროგრესი. ამიტომ, ახლა როდესაც ჩვენ ვართ ძალიან მგრძნობიარე მომენტში, მე უბრალოდ ვერ ვხედავ რისი მომცემია წინსწრებით განცხადება იმის, რომ ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ ერთ გზას ან მეორეს ჩვენ არ განვიხილავთ. ამას ხელზე დაიხვევს ქართული ოცნება და შეეცდება, რომ გამოიყენოს ჩვენს წინააღმდეგ", - ამბობს სამადაშვილი სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.

პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ "თუ ვინმე ჩაშლის ამ მოლაპარაკებების პროცესს, ეს იქნება ქართული ოცნება".

"ჩვენ ჩვენი მხრიდან უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური კონსტრუქციულობა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მზად ვართ, რომ ეს მოლაპარაკებები დაიწყოს და ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხად რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნების თემა და კიდევ ერთი მომენტია ძალიან მნიშვნელოვანი - ჩვენ თუ დღემდე რამე წარმატებს მივაღწიეთ, მივაღწიეთ იმით, რომ ყველა ოპოზიციური პარტია აფიქსირებს გაერთიანებულ პოზიციას. ოპოზიციის დანაწევრება არის ქართული ოცნების სტრატეგია და ტაქტიკა, ამაში არ უნდა მივეხმაროთ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42