პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ "ატლანტიკური საბჭოს" ონლაინკონფერენციის მონაწილეებმა, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ბოიკოტი შეცდომა იყო სალომე სამდაშვილი პასუხობს.
იგი თალაკვაძეს ურჩევს თუ თავად არ ესმის ინგლისური, ვინმემ უთარგმნოს:
"თუ ბატონ თალაკვაძეს არ ესმის ინგლისური ენა ვინმეს შეუძლია სთხოვოს, რომ უთარგმნოს რა ვთქვი მე აღნიშნულ კონფერენციაზე და ამის საჯარო ჩანაწერი არსებობს. მე სწორედ ის ვთქვი, რომ თუ ვინმეს ჰქონდა სკეპტიკური დამოკიდებულება ბოიკოტთან დაკავშირებით, მათ შორის მეც, "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა გასული თვეების და კვირეების მანძილზე იმისთვის, რომ ყველა დაერწმუნებინა იმაში, რომ ბოიკოტი იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" თუ არ შეეცდება მიაღწიოს პროგრესს შარლ მიშელის გეგმის შესრულების კუთხით, დღის წესრიგში არა მხოლოდ საპარლამენტო, არამედ საარჩევნო ბოიკოტის საკითხიც დადგება.
მასალის გამოყენების პირობები






