ენმ-ს წევრმა გია ბარამიძემ, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართულ აქციას ესწრება, ტელეკამერების წინ პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას მიმართა და გაამხნევა. მისი განცხადებით, დღევანდელი აქცია სწორედ მისი სოლიდარობის მიზნით იმართება:
დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვედით იმისათვის, რომ დაგიდასტუროთ ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი პატივისცემა და სურვილი, რომ რაც შეიძლება მალე, ქართული საზოგადოების ზეწოლით, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დახმარებით, ამ უზურპატორმა რეჟიმმა შეიგნოს და გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა ჩენი საზოგადოების და სამშობლოს წინაშე, რომ მათ კისერზეა ის ცოდვა და დანაშაული, რასაც ხელისუფლების უზურპაცია ჰქვია, რომ ამ უზრუპაციას ქართველი ხალხი არ შეეგუება. არ შეეგუებიან ჩვენი მეგობრები არც ამერიკაში, არც ევროკავშირში. აუცილებელია, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში როგორც მოიქცეოდნენ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის დროს, აქაც დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩვენები იმ პირობებში, როცა ჩვენ არ გვეყოლება პოლიტპატიმრები, გვეყოლება ნორმალური საარჩევნო ადმინისტრაცია, გვექნება ნორმალური კანონმდებლობა. ახლა ისინი მუშაობენ ვითომ კანონმდებლობის დახვეწაზე, მაგრამ მათ კანონი საერთოდ არ აინტერესებთ. არანაირი კანონი არ აინტერესდებათ მათ არც 2020-ის არჩევნებში, როდესაც ოპერირებდნენ სუს-ის და პოლიციის მეშვეობით, ადგილობრივი ქუჩის ბიჭების, „ნასედკების“ მეშვეობით, როდესაც აშინებდნენ ხალხს და ატერორებდნენ, მაგრამ ამ პრობებშიც კი წააგეს მათ.
ჩვენ გვჭირდება საქართველო, სადაც არ არის პოლიტიკური დევნა და არ არიან პოლიპატიმრები. ასეთი პატიმრები არიან დღეს ნიკა მელია და გიორგი რურუა და მოვითხოვთ ყველა ერთად მათ გათავისუფლებას! ნიკა შენ ხარ ვაჟკაცი, შენ ხარ ლიდერი, შენ ხარ ის კაცი, რომლისგანაც მაგალითს იღებს ნებისმიერი ჩვენგანი, ვამაყობთ შენით!- განაცხადა ბარამიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






