16 მარტს კონკრეტული შედეგის გარეშე ჩასვლა მძიმე მესიჯი იქნება ევროპელი პარტნიორებისთვის - უდუმაშვილი
პოლიტიკა - 15:34, 04 Mar, 2021     1243

ენმ-ს წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მას ხელისუფლებისგან მოლაპარაკებების მოლოდინი არ აქვს. უდუმაშვილის განმარტებით, 16 მარტს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შეხვედრაზე კონკრეტული შედეგის გარეშე ღარიბაშვილის ჩასვლა მწვავე მესიჯი იქნება ევროპელი პარტნიორებისთვის:

"არანაირი მოლოდინი არ მაქვს. დღესაც, პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე ისე გამოვიდა, რომ საერთოდ ერთი სიტყვაც არ დაუძრავს მოლაპარაკებების შესახებ. შესაბამისად, ასეთ პოზიციაში ყოფნა ძალიან ცუდი იქნება ამ ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ 16 მარტს შედეგს ელოდებიან ბრიუსელში თბილისიდან. კონკრეტული შედეგის გარეშე ჩასვლა ეს იქნება ძალიან მძიმე მესიჯი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის.

ნიკა მელიას გათავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი, რომ დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი. მოლაპარაკებათა მაგიდასთან რომ დავსხდეთ, ამისთვის გარკვეული წინაპირობები უნდა შესრულდეს. თუ არ შესრულდა ეს წინაპირობები, მოლაპარაკებებსაც აზრი არ ექნება. ამიტომ მოლაპარაკებები დაიწყება თუ არ დაიწყება, ეს არის დღეს ხელისუფლების ხელში და არა ოპოზიციის ხელში. ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი. მკვეთრი ნაბიჯები იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები არ შედგა და ხელისუფლება დარჩა იმ პოზიციაზე, რომელზეც ახლა დგას.

რაც უფრო დრო გადის პლებისციტის იდეა მით უფრო კარგავს აზრს, რადგან პლებისციტი მაშინ იყო შეთანხმების საგანი, როდესაც ჩვენ მას ვთავაზობდით ხელისუფლებას ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ. ახლა თუ დროულად არ იქნა მიღებული გადაწყვეტილებები, აღარც პლებისციტს ექნება აზრი და არანაირ შემოვლით გზებს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები. ამ ახალ არჩევნებამდე რა გზით მივალთ, ეს შეიძლება იყოს მოლაპარაკებების საგანი, მაგრამ ახალი არჩევნები რომ არ გადაიხედება ეს ფაქტია",- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში 16-17 მარტს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42