საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას ყოველთვის უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა გამოხატული ანაკლიის პროექტის მიმართ.
მისი თქმით, მათმა გუნდმა როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ დონეზე ანაკლიის პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
"მეხრე მოწვევის პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანა ანაკლიის პორტი, როგორც განსაკუთრებული პრიორიტეტი. ჩვენ ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს დავიწყებთ უახლოეს მომავალში. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სატენდერო სამსახური დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს, დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დახმარებას გაგვიწევს ინვესტორის შერჩევის პროცესში"- თქვა ღარიბაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ანაკლიის პორტისთვის უახლოეს მომავალში ახალი ინვესტორის ძიებას დაიწყებს.
"მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, ინვესტორმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, მათ ვერ შეძლეს საჭირო კაპიტალისა და 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სასესხო დაფინანსების მოძიება. ჩვენ, ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სააგენტო ტენდერის გამოსაცხადებლად დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო, პოტენციური ინვესტორის მოსაძიებლად, საერთაშორისო კონსულტანტსაც დაიქირავებს.
მასალის გამოყენების პირობები






