"საქართველოსთვის MAP-ის არმინიჭება დიდი შეცდომა იყო, ახლა ამ შეცდომის ფასს ვიხდით" - პავილიონისი
პოლიტიკა - 22:29, 03 Mar, 2021     1865

ლიეტუვას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონსი აცხადებს, რომ 2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტზე, საქართველოსთვის MAP-ის არმინიჭება დიდი შეცდომა იყო - მისივე თქმით, ახლა ამ შეცდომის გამოსწორებისთვის კარგი დროა.

ლიეტუველი პოლიტიკოსი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, უარი თქვას პოლიტიკური ნიშნით დევნაზე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე და ოპოზიციონერების ციხეში ჩასმაზე.

ამის შესახებ მან "ატლანტიკური საბჭოს" ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაზე ჩართვისას განაცხადა:

"გავიხსენოთ ბუქარესტის ნატოს სამიტი. ჩვენ დავუშვით შეცდომა, როცა მოვუსმინეთ პუტინს და რამდენიმე ევროპელ მეგობარს, ვინც ბლოკავდა საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას. ჩვენ ახლა ყველა ამ ფასს ვიხდით. ასე, რომ თუ ჩვენ 13 წლის შემდეგ ვისწავლეთ ამ შეცდომისგან, მოდით ყველამ ვიბრძოლოთ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. საქართველო იქნება ლაკმუსის ტესტი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკისთვის.

მინდა მივმართო მათ (საქართველოს ხელისუფლებას) და ვუთხრა, თქვენ უნდა იყოთ სამაგალითო დემოკრატიის შენების გზაზე. მოუსმინეთ თქვენ ოპონენტებს ოპოზიციაში და არ ჩასვათ ციხეში ისინი. დასხედით და ესაუბრეთ მათ ყველაფერზე, იყავით ლოიალური მედიასთან და არ ჩასვათ ციხეში ის, ვინც ცდილობს სიმართლე გააშუქოს და ბოლოს, გთხოვთ, თავს არ დაესხათ ისეთ მეგობრებს, როგორიც მე ვარ იმიტომ, რომ ამით თქვენ თავს ესხმით მათ, ვინც თქვენთვის ყოველდღიურად იბრძვის",- ამბობს პავილიონისი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42