"ქართველებისთვის ცხადია, რომ მათი ინსტიტუტები არ მუშაობს... ეს კრიტიკული მომენტია საქართველოსთვის" - უილსონი
პოლიტიკა - 21:27, 03 Mar, 2021     1791

ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის Atlantic Council-ის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი, დეიმონ უილსონი ეხმაურება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზსს და აცხადებს, რომ ეს კრიტიკული მომენტია საქართველოსთვის.

მისივე თქმით, ქართველებისთვის ცხადია, რომ მათი ინსტიტუტები არ მუშაობს.

ამის შესახებ მან Atlantic Council-ის ონლაინ ვებინარზე განაცხადა:

"ჩვენ აქ ვართ ბევრ მეგობართან ერთად, რათა განვიხილოთ საქართველოს დემოკრატიის და სტრატეგიულ დასავლეთში ინტეგრაციის მომავალი, რადგან საბოლოოდ ეს ორი საკითხი შინაგანად დაკავშირებულია... ჩვენ გვინდა, რომ ეს საუბარი ფოკუსირდეს იმაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ ქართველებს, რომ შეასწორონ, ხელი შეუწყონ და ძირი არ გამოუთხარონ ქვეყნის გზას გახდეს ტრანსატლანტიკური ალიანსის დემოკრატიული წევრი.

ეს კრიტიკული მომენტია საქართველოსთვის... ჩვენ მივესალმებით დიალოგს, რომელიც დაიწყო და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, ვიზიტს. ტაშს ვუკრავთ მთავრობას და ოპოზიციას მონაწილეობისთვის და ევროკავშირს ასეთი კონსტრუქციული ჩართულობისთვის. მსოფლიო ახლოდან აკვირდება, თუ რა მოხდება შემდეგ. ქართველებს, ორივეს, მთავრობას და ოპოზიციას, აქვთ გამბედაობა, რომ ზღვრიდან უკან დაიხიონ და ამ დავაში ერთად იმუშაონ.

23 თებერვალს ბევრმა ჩვენგანმა ვნახეთ ვიდეოები, სადაც ჩანდა, რომ საქართველოს პოლიციამ გაარღვია ბარიკადები, რათა შეჭრილიყო ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შენობაში და დაეჭირა ლიდერი, ნიკა მელია, რამაც სწრაფად გამოიწვია ეს უკანასკნელი კრიზისი.

მაგრამ წინამორბედი [ამბები] უფრო ღრმაა. გასულ შემოდგომას საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა იმ პროცედურების თანახმად, რომელზეც ყველა მხარე თვეების განმავლობაში გამართული მოლაპარაკების შედეგად შეთანხმდა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა თქვეს, რომ არჩევნებმა ხარვეზებით ჩაიარა, თუმცა შეაჯამეს, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. სამწუხაროდ, ოპოზიციურმა პარტიებმა შედეგები არალეგიტიმურად შეაფასეს და ბევრმა პარლამენტის სესიას ბოიკოტი გამოუცხადა. თუმცა, ეს არ ამართლებს [მელიას] დაკავებას ან იმას, თუ სად ვართ დღეს ჩვენ. როგორც ამერიკელები, ჩვენ გვესმის, თუ როგორი რთულია, რომ დემოკრატიამ იმუშაოს.

ჩვენ გვქონდა ჩვენი გამოწვევები გასულ კვირებში და თვეებში და ამ საუბარში ჩვენი თავმდაბლობით ვერთვებით. თუმცა, ქართველებისთვის ცხადია, რომ მათი ინსტიტუტები არ მუშაობს და ინსტიტუტები არ მუშაობს ვაკუუმში. ეს ადამიანები აცოცხლებენ სამართლის უზენაესობის ცნებას და არა უბრალოდ კანონით მართვის ან კანონის გარეშე მართვის ცნებებს. ამიტომ, ქართველი პოლიტიკური აქტორები აწყდებიან კითხვას, შეუძლიათ თუ არა თავიანთი ქვეყნის ინტერესები პოლიტიკურ და პირად ინტერესებზე მაღლა დააყენონ. საქართველოს გულისთვის, მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. ფაქტობრივად, ეს არის პრერეკვიზიტი რომ საქართველოს კვლავ ჰქონდეს ორპარტიული მხარდაჭერა, რაც ჩრდილოეთ ამერიკაში და ევროპაში აქვს. დისფუნქციურობა მხოლოდ აზიანებს ქართველებს, NATO-სა და ევროკავშირში სკეპტიკოსებს მიზეზს აძლევს და ეხმარება კრემლის ძალისხმევას დათესოს უთანხმოება და შეაკავოს საქართველოს მისწრაფებები, შეუერთდეს NATO-სა და ევროკავშირს. ამიტომ, დემოკრატიისთვის თავდადება არის თავდადება საერთო წესებისთვის, რაც მისადაგება ყველას და საქართველოს ინტეგრაცია NATO-სა და ევროკავშირში მოითხოვს ამ წესებისთვის მოსმენას"- განაცხადა დეიმონ უილსონმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42