ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი კიდევ ერთხელ ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ვაშინგტონს მოუწოდებს "გაიღვიძოს და იყოს ძლიერი" - მისივე თქმით, იქნებ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩამოვიდეს ან დაუკრეკოს ბალტიელ კოლეგებს, რომლებიც მზად არიან გააგრძელონ შუამავლობის ძალისხმევა.
პავილიონისის შეფასებით, თუ საქართველოს პრემიერმინისტრი 14 და 15 მარტს ასოციაციის საბჭოზე ჩამოვა ბრიუსელში და არაფერს იტყვის, არ დაეთანხმება იმ პუნქტებს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დასვა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დაკარგვა დაიწყება.
ამის შესახებ მან Atlantic Council-ის ონლაინ ვებინარზე განაცხადა:
"მე კითხვა მაქვს ჩემ მეგობრებთან ვაშინგტონში. გუშინ ვნახე, რომ ახალი ადმინისტრაცია ევროკავშირის გზას გაჰყვა ნავალნის გამო სანქციების დაწესებაზე. ალბათ, ახლა ნამდვილად დროა, რომ ვაშინგტონი საქართველოში დაბრუნდეს და სულ მცირე, მხარი დაუჭიროს ჩვენი ევროპელი ლიდერების, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ძალისხმევას, რადგან სამწუხაროდ, მთავრობა რეალურად არ ეთანხმება ამ პუნქტებს.
ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრემიერმინისტრის გუშინდელი განცხადებები. და თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ყველა მხარე მაგიდას მოუსხდეს, დროა, ვაშინგტონმა გაიღვიძოს, იყოს ძლიერი, იქნებ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩამოვიდეს ან დაუკრეკოს ბალტიელ კოლეგებს, რომლებიც მზად არიან გააგრძელონ შუამავლობის ძალისხმევა, რადგან ჩვენ ორი კვირა დაგვრჩა. თუ საქართველოს პრემიერმინისტრი 14 და 15 მარტს ასოციაციის საბჭოზე ჩამოვა ბრიუსელში და არაფერს იტყვის, არ დაეთანხმება იმ პუნქტებს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დასვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოს დაკარგვას ვიწყებთ და არ გვინდა, რომ ეს მოხდეს.
ასე რომ, დროა ამერიკელებმა შემოაბიჯონ, დაეხმარონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და ჩვენ ძალისხმევას, რათა შეჩერდეს თავისუფლებაზე ეს შეტევა. საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაზეც ნათლად გაუსვა ხაზი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, რომ მათი პასუხისმგებლობაა ის, რაც ხდება. მე მგონია, რომ [საქართველოს მთავრობა] მოისმენს იმას, რასაც ვაშინგტონი იტყვის, ისინი ძალიან ფრთხილები იყვნენ ამაზე. დროა, ვაშინგტონმა ამ კრიზისში შემოაბიჯოს და მხარეები მაგიდასთან დასვას",- აცხადებს პავილიონისი.
მასალის გამოყენების პირობები






