პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, ეხმაურება Freedom House-ის ანაგრიშსს, რომლის მიხედვითაც საქართელოში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დონე გაუარესდა, და აცხადებს, რომ "თვალში მოხვდა რამდენიმე ფაქტობრივი ნიშანი, შეცდომა და უზუსტობა".
მისივე თქმით, ანგარიშში უზუსტობებია არჩევნების შეფასებებშიც.
"თვალში მომხვდა რამდენიმე ფაქტობრივი ნიშანი, შეცდომა და უზუსტობა, რომელიც ვფიქრობ, რომ არსებით გავლენას მოახდენს საბოლოო შეფასებებზე, რომლებიც გაკეთებულია დასკვნაში. მე არ ვიცი, რომელ და რა ინფორმაციას ეყრდნობა, ამ შემთხვევაში ეს ორგანიზაცია. მაგრამ იქ აშკარად არის ფაქტობრივი შეუსაბამობები. არაერთი, მათ შორის არჩევნებთან მიმართებაში", - განაცხადა სარჯველაძემ.
"ცდებიან.... მცდარად უთითებენ", - ასე აფასებს სარჯველაძე ანგარიშის იმ ნაწილს , სადაც Freedom House ოლიგარქიულ მმართველობაზე საუბრობს, და აცხადებს, რომ ივანიშვილს მმართველობა საკუთარი ინტერესებისთვის არ გამოუყენებია და ოლიგარქი არ შეიძლება ეწოდოს.
მასალის გამოყენების პირობები






