"ბრალს არ აღიარებს , არც კი იცის, თუ იქ არსებობს "ნაციონალური პარტიის" ოფისი" , - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდახმის ბრალდებით ერთ-ერთი დაკავებულის , გიორგი კალატოზიშვილის , ადვოკატი.
ზაურ მინდიაშვილის თქმით, დაკავებული ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ გუშინ საღამოს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მიმდებარედ ნამდვილად იყო, იყო ნასვამი და დეტალების აღდგენა უჭირს.
"ერთადერთი, რასაც მეუბნება, რომ არანაირი ინტერესი და.. დღესაც მისთვის დაუჯერებელია, რომ პარტიული ოფისის ფანჯრები დაამტვრია. არც კი იცის, თუ იქ არსებობს "ნაციონალური პარტიის" ოფისი", - ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ 2 მარტს, კომენდანტის საათის დაწყებამდე, "ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისი რამდენიმე ადამიანმა დაარბია. შენობაში დამტვრეულია შუშები, დაზიანებულია ინვენტარი და ტექნიკა.
მასალის გამოყენების პირობები






