"არავითარ საბაბს, მიზეზს და კატეგორიულად, არავითარ პატარა მანევრირების საშუალებასაც არ დავუტოვებთ ხელისუფლებას, რომ განავითაროს რიტორიკა და ჩაშალოს მოლაპარაკებები" , - ამის შესახებ "ენმ"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, განაცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ბრიუსელში, მარტის შუა რიცხვებში დაგეგმილ ასოცირების სხდომაზე ევროპელ პარტნიორებს არ წარუდგენს მნიშნელოვან კომპრომისს, ეს ჩაითვლება ევროატლანტიკური კურსის ცვლილებად.
"არავითარ საბაბს, მიზეზს და კატეგორიულად, არავითარ პატარა მანევრირების საშუალებასაც არ დავუტოვებთ ხელისუფლებას, რომ განავითაროს რიტორიკა და ჩაშალოს მოლაპარაკებები. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ჩავიდა სრულიად ხელცარიელი, საქართველოს ხელისუფლებამ არ წარადგინა მთავარ პუნქტებზე მნიშვნელოვანი წინსვლა, მნიშვნელოვანი კომპრომისი, ვგულისხმობ, ვადამდელ არჩევნებს, ნიკა მელიას და გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებას, ეს ჩაითვლება ევროატლანტიკური კურსის სერიოზულ ცვლილებად, როდესაც ხელისუფლება უარს ეუბნება ევროკავშირს, მთავარი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზებზე", - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია: ვადამდელი არჩევნები, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება.
მასალის გამოყენების პირობები






