იტყვის თუ არა ხელისუფლება პროდასავლურ კურსზე საბოლოოდ უარს? - "დიალოგი "ოცნებისთვის" ”თავში ლურსმანია” მათ მშვენივრად იციან, რომ დიალოგი ნიშნავს პირობების ცალსახად შესრულებას, რაც მელიას გათავისუფლებით და ვადამდელი არჩევნებით დასრულდება!"
პოლიტიკა - 17:50, 03 Mar, 2021     1168
ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა ოპოზიციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს.

ოპოზიციის ლიდერის თქმით, "გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქცია გადაიდო, ეს არაა აქციის გადადება, ესაა ოპტიმალური დროის შერჩევა".

"ბატონი მიშელის ჩამოსვლისა და 6 პუნქტიანი შეტანხმების დადების შემდეგ ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს მოთხოვნები. 16 მარტს მათ აუცილებლად მოუწევთ გასცენ პასუხი ქართველ ხალხთან ერთად ევროპას. რა გზას ადგანან, რა კურსს ინარჩუნებენ.

დაველოდოთ 16-ს, ვნახოთ , პასუხი აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რა პასუხი აქვს ხელისუფლებას"- აცხადებს ქარდავა და იქვე დასძენს:

"დიალოგი დღეს ხელისუფლებისთვის შეიძლება ითქვას, ”თავში ლურსმანია” მათ მშვენივრად იციან, რომ დიალოგი ნიშნავს პირობების ცალსახად შესრულებას, რაც შესაბამისას, დასრულდება ნიკა მელიას გათავისუფლებით და ვადამდელი არჩევნებით! წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პირდაპირ ნიშნავს უარს ჩრდილოატლანტიკურ კურსზე. ოპოზციაში არსებობს საიმისო გამოცდილება, რომ არ მივცეთ საშუალება ხელისუფლებას, გაიპაროს მოლაპარაკების მაგიდიდან. რაც შეეხება ჩვენს საპროტესტო სტრატეგიას, პროტესტი ნარჩუნდება, კარვები პარლამენტის წინ რჩება, ის არის უწყვეტი და დასრულდება მხოლოდ და მხოლოდ, შედეგის დადგომის შენთხვევაში! დაველოდოთ მოვლენებს..."- აღნიშნავს ქარდავა.

მისი თქმით, აქციები იქნება შენარჩუნებული, იქნება იგივე პროტესტი და სიმწვავე, კარვები შენარჩუნდება. ერთადერთი რაც იცვლება ესაა მოდელირება აქციების.

"ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა გაიქცეს დიალოგის მაგიდიდან. ხელისფლებისთვის დიალოგი არის თავში ლურსმანივით. მათ არ სურთ დიალოგი. ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ დიალოგი აუცილებლად დასრულდება პოლიტპატიმრების გათავისუფლებით და ვადამდელი არჩევნებით, პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის დაბრუნებით. აი ეს არ სურს ხელისუფლებას"- აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.

რაც შეეხება მოლაპარაკებების ფორმას, თუ როგორ წარიმართება დიალოგი ხელისუფლებასთან და როგორ გამოიყენებს "ოცნება" 2 -კვირიან ვადას, ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ 6 პუნქტიდან ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია, პრინციპული საკითხია პოლიტპატიმრებისა და მელიას გათავირუფლება.

"მე რომ ვიყო ქართული ოცნება და მქონდეს 2-კვირიანი ვადა, პირველი რასაც გავაკეთებდი დავაბრუნებდი ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს. სხვა არჩევანი ამ ხელისუფლებას არ აქვს. ქართველი ხალხისთვის მათ პასუხი აქვთ გასაცემი და ასევე პასუხი უნდა გასცენ ევროპას.

თუ ივანიშვილი იტყვის, მე ვარ და ჩემი ნაბადი და გააკეთებ იგნორირებას, კი ბატონო, შესაბამისი შედეგებით დამთავრდება. მე არ მსურს ამ შედეგების მიღება, მე მსურს ხელისუფლება გონს მოეგოს და დააბრუნოს დემოკრატიული პროცესები.

6-პუნქტიდან ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია, პრინციპული საკითხია პოლიტპატიმრებისა და მელიას გათავირუფლება. ნიკა მელია აუცილებლად უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. ვადამდელი არჩევნები რატომ, იმიტომ რომ პარლამენტის ლეგიტიმაცია უნდა აღდგეს. ამის შემდეგ ყველაფერი უნდა ჩადგეს კალაპოტში"- თქვა ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42