კალატოზიშვილის უფლებადამცველი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ჯერ არ უსაუბრია, შესაბამისად, არ იცის, ბრალს აღიარებს თუ არა:
"არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ამ ეტაპზე. პირველად უნდა შევხვდე ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს. ფიზიკურადაც არ მინახავს ჯერ, აქედან გამომდინარე, ბრალის აღიარება-არ აღიარებაზე ვერაფერს გეტყვით. ჯერ გამოძიებასთანაც არ მქონია კომუნიკაცია და არ მაქვს ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით", - ამბობს, გიორგი კალატოზიშვილის ადვოკატი, ზაურ მინდიაშვილი.
ენმ-ს წევრების თქმით, გარდა თავდამსხმელებისა, უნდა დაისაჯონ ასევე ამ დანაშაულის შემკვეთი პირები და მასში მონაწილე სხვა დამნაშავეები, რომლებიც კამერებმა დააფიქსირეს, თუმცა პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია:
"მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას დადგენილი და დაკავებული ჰყავს 4 პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ოფისის დარბევაში, ასევე დასაკავებელია კიდევ რამდენიმე პირი, რომელებიც დააფიქსირა კამერებმა. ჩვენი პოზიციაა გამოძიებამ დაადგინოს, უშუალოდ ამ დანაშაულის შემკვეთები", - აღნიშნა თამარ თედლიაშვილმა.
დანაშაული, რომელიც გუშინ კომენდანტის საათის დრს მოხდა, 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
აქვე შეგახსენებთ, გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევაში სავარაუდოდ "ქართული ოცნების" აქტივისტები მონაწილეობდნენ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ დარბევაში კულტურისა და ტურიზმის სამსახურის თანამშრომლი ფარნა მახოხაშვილიც მონაწილეობდა, თუმცა მმართველ პარტიასთან დაახლოებული მახოხაშვილი არავის დაუკავებია.
ენმ-ს ინფორმაციით, მახოხაშვილს "ქართული ოცნება" ყველა აქციაში იყენებს. ბადრი ბასიშვილი ძმებ ხოჯევანიშვილების გვარსაც ახსენებს.
მასალის გამოყენების პირობები






