ოპოზიციამ მშვიდობიანი აქციის ფორმა უკვე შეარჩია - კანცელარიის შენობის პიკეტირების ნაცვლად, ხვალ თბილისიდან რუსთავის საპატიმროს მიმართულებით მსვლელობა მოეწყობა.
აქცია 13:00 საათზეა დაგეგმილი. ენმ-ს წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, პროტესტის ფორმის ცვლილება განაპირობა ღარიბაშვილის მწვავე კომენტარებმა, რომელიც მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს ეძებს:
"გადაავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მიდიფიკაცია, იმისთვის, რომ ღარიბაშვილმა არ გამოიყენოს საპროტესტო ღონისძიებები მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბად. ამიტომ, ხვალინდელი აქცია, რომელიც უნდა გამართულიყო კანცელარიასთან, პიკეტის ფორმით, შეიცვალა და ეს იქნება მსვლელობა ავტომობილებით, რომელიც დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე, 13:00 საათზე და დასრულდება რუსთავის ციხესთან, სადაცაა პოლიტპატიმარი ნიკა მელია", - განაცხადა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






