ენმ-ს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი დადაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება, თუმცა ჯერ-ჯერობით არ გადაუწყვიტავთ, რა ფორმით მოხდება ეს:
"აქციები და პროტესტი გაგრძელდება. ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა გამოვხატოთ პროტესტი, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ არანაირი პერსპექტივა არ ჩანს იმის თაობაზე, რომ ეს შეთანხმება შედგება, გამომდინარე იმ რიტორიკიდან, რაც გუშინ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა.
აქციები გაგრძელდება, უბრალოდ ჩვენ ვფიქრობთ და დღეს გადავწყვეტთ, რა ფორმით გაიმართება ეს აქციები, რომ კიდევ დამატებითი საბაბი არ მივცეთ ხელისუფლებას, თითქოს ოპოზიცია ცდილობდეს შეთანხმების ჩაშლას. ეს შეთანხმება და აქციები ერთმანეთთან კავშირში არანაირად არ არის და არცერთი სიტყვა არ თქმულა შეხვედრაზე იმის თაობაზე, რომ აქციები უნდა შეწყდეს", - განაცხადა უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






