"ქართული ოცნების" წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისის დაზიანების უკან ოპოზიციას ხედავს.
დეპუტატი ქართული ოცნების ინტერესს გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ენმ-ს ყველაზე მეტად საკუთარი ქმედებები და მიხეილ სააკაშვილის განცხადებები აზიანებს.
"რაც შეეხება გორში ენმ-ის ოფისის დარბევას, ჩვენ არა ერთხელ ვთქვით, რომ ძალადობა ნებისმიერი მხრივ მიუღებელია. ან როგორ შეიძლება, რამე ტიპის ზიანი მიაყენო ნაციონალურ მოძრაობას, სადღაც გორში რაღაცა ოფისის დარბევით მაშინ, როდესაც თავად აყენებს ზიანს თავისი ბელადის განცხადებებით იქიდან, უკრაინიდან, ან აქ ისეთი დესტრუქციებით, რომელსაც აწყობებს პიკეტირებების სახით, ასე ურცხვად საქართველოს პარლამენტში. არ მგონია ამაზე მეტი ზიანის სურვილი ვინმე გააჩნდეს, მით უმეტეს ქართულ ოცნებას", - აცხადებს მაჭარაშვილი.
გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისს თავს გუშინ დაესხნენ.
მასალის გამოყენების პირობები






