ჩხრეკა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის სახლში - დააკავებენ თუ არა ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარ მოწმეს
პოლიტიკა - 13:21, 03 Mar, 2021     1147
ე.წ. არტოგრაფების საქმის ერთერთი მთავარი მოწმის, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი მანჯგალაძის ბინა გაჩხრიკეს. ადვოკატის ინფორმაციით, სამართლდამცველებმა გუშინ, ჩხრეკის შედეგად მეხსიერების ბარათი და კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს. ზაზა სუხიშვილის თქმით, საქმეში არ არსებობს ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მის მიმართ სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდება.


"ჩხრეკა ჩატარდა და ინფორმაციის მატარებელი, რაც არის ხოლმე მეხსიერების ბარათი და კომპიუტერი იქნა ამოღებული. სამსახურიდან არაფერი წაუღიათ, სამსახურში გამოძიებისთვის საინტერესოს არაფერს ინახავს.

ბატონი გოგი არ დაუბარებიათ, დამატებით რამე ინფორმაცია არ უთქვამთ ჩვენთვის. ჯერ არ არის ისეთი მონაცემები და ისეთი მტკიცებულებები შეგროვილი, რომ მისი სტატუსი შეიცვალოს. დღეს არის მოწმის სტატუსით ამ საქმეში", - თქვა ზაზა სუხიშვილმა.

ამასთან საქმეზე კომენტრაი გააკეთა ე.წ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული, ივერი მელაშვილის ადვოკატმა. ედუარდ მარიკაშვილის თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქმე პოლიტიზირებულია და ნებისმიერი სხვა საგამოძიებო მოქმედება პოლიტიკური მოტივით იქნება.

"გახდა ცნობილი, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შესახებ. ეს არის სახალხო დამცველის სასამართლო მეგობრის მოსაზრება, რომელიც სახალხო დამცველმა სასამართლოს წარუდგინა. ამ დოკუმენტში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რაც არის, იქ პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ კარტოგრაფების საქმეზე მართლმსაჯულება ხორციელდება, არა მართლმსაჯულების მიზნებიდან გამომდინარე, არამედ მას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური შინაარსი, რაც ფაქტიურად უკანონოდ აქცევს ყველა ქმედებას ბრალდებულების მიმართ", - აცხადებს ედუარდ მარიკაშვილი.

შეგახსენებთ, ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ბრალდებულებს სადემარკაციო კომისაში მუშაობისას საქართველოს საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42