ქუთაისის მერიამ და საკრებულომ 2020 წელს სტუმრების მიღება-დასაჩუქრებაში 100 000-მდე ლარი დახარჯა, 151 000 ლარი კი საწვავში. მოგზაურობა მთავრობის წევრებმა რამდენიმე ქვეყანაში მოასწრეს.
"მაშინ, როდესაც ადამიანები ჩაკეტილები იყვნენ, ლუკმა-პურისათვის იბრძოდნენ, ელემენტარულად, რომ გამოეკვებათ საკუთარი ოჯახები, ქუთაისის მერი რესტორნიდან-რესტორანში დადიოდა. მისი მივლინებები იმდენადაა გაზრდილი, რომ ერთი სული აქვთ გაიხსნას საზღვრები და გავარდნენ სხვადასხვა ქვეყანაში", - ამბობს ენმ-ს წევრი გიგა შუშანია.
მისი თქმით, საბოლოოდ ქუთაისის ბიუჯეტის 50%-მდე იხარჯება იმისთვის, რომ ხელისუფლების წევრები შეინახონ.
"ევროპული საქართველოს" წევრის, დავით გოგისვანიძის განცხადებით, "ქართული ოცნება" თავის რეალობაშია და მოწყვეტილია ადამიანების გასაჭირს.
წყარო: "მთავარი არხი"
მასალის გამოყენების პირობები






