ვერ ვიძინებდით, ვგრძნობდით, რომ ბოლო ღამე იყო და გვტოვებდა... - ფანჯიკიძის ემოციური პოსტი
საზოგადოება - 12:57, 03 Mar, 2021     4792

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე LOPOTA-ს დამფუძნებელ გოგა მაისურაძის გარდაიცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

ნათია, ბიზნესმენის, შრომისმოყვარეობაზე, ალღოსა და შინაგან სამყაროზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ გოგა მაისურაძე არა მხოლოდ მისმა ახლობლებმა, არამედ მთელემა ქვეყანამ დაკარგა.

„არ გძინავს? შენც არ გძინავს? ვერ ვიძინებ. ვერ იძინებ? ვერ ვიძინებდით, ვგრძნობდით, რომ ბოლო ღამე იყო და გვტოვებდა. წნევა რამდენი აქვს? რამე ხომ არ სტკივა? ლექსო რას ამბობს? ახლა როგორაა? ნინას ხომ არ დაურეკავს? მეგობრის წასვლა აუტანელ სიცარიელეს ტოვებს. განსხვავებულად აუტანელს. არაფრის დაწერა არ მინდოდა დღეს. მითუმეტეს, რომ დედის დღეა და უამრავი სიყვარული იღვრება ყველას კედლიდან და მიყვარს ასეთი დღეები და არ მიყვარს ასეთი დღეებისთვის „ხელის შეშლა“, რადგან „სიყვარული არსებობს?“ - ამ სულელურ კთხვას პასუხს თვითონ სცემენ ადამიანები. რამდენადაც გულუბრყვილოა კითხვა, იმდენადვე საყვარელ და გულუბრყვილო პასუხებს.

არც ახლა შემიძლია პირადი დავწერო რამე, ჩემი წილი გოგას შესახებ, ამასაც ბრმად ვწერ, ცრემლებს და ცრემლებს შორის, მაგრამ აუცილებლად უნდა დამეწერა ეს სახელი, - გოგა - იმიტომ რომ მხოლოდ ოჯახი და მეგობრები არ დავრჩით მის გარეშე. მთელმა საქართველომ უნდა გაიმეოროს მისი სახელი.

ეტალონური ადამიანის სახელი, რომელმაც უფულოდ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, შემოქმედებითმა და უზომოდ მშრომელმა, უნიჭიერესმა, აირჩია უდაბური ადგილი, დასაწყისში პატარა წუმპე, როგორც ამას ხედავდა მის გარდა ყველა სხვა ადამიანის თვალები და გიჟი ეგონათ, რომ ლაპარაკობდა „მე ამისგან გავაკეთებ...“ ხოდა ამ „გიჟმა“ ნაბიჯ-ნაბიჯ, სამოთხედ, ლოპოტას ტბად გადააქცია მიგდებული ადგილი. ბალახის ყველა ღერი მისი ხელით ნაფერებია, ყველა კვადრატულ სანტიმეტს იმხელა შრომის და სიყვარულის კვალი აქვს, რომ ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი. დაუჯერებელი საქმის აწევა შეძლო. საქართველო აქცია კულტურულ ადგილად და ბიძგი მისცა კახეთის აყვავებას. მოდური გახდა შემდეგ კახეთი, უამრავი რამ გაკეთდა მისი მიმბაძველობით, მისგან შთაგონებით და ასე გაასწრო განვითარებით კახეთმა საქართველოს ყველა სხვა კუთხეს. ხოდა რომ "თოვს" ხოლმე, "წვიმს" ხოლმე ფეისბუქში, ასე უნდა იმეორებდეს მთელი ვირტუალური ქსელი მის სახელს, თუ გვინდა იდეალები ჩამოვიყალიბოთ და საერთოდაც გადავრჩეთ ღირებულებითი თვალსაზრისით, მსხვილი კადრით ასეთ ადამიანებს უნდა ვხედავდეთ მხოლოდ და მერე ყველა დანარჩენს“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42