"ჩვენ ვაპროტესტებთ პრეზიდენტის მრჩევლის ვიზიტს, ასევე სოცქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ბენურ კვირაია დავით კვარაცხელიას სადღეგრძელოს სვამს და სახელობის პარკის გაშენებაზე საუბრობს. ეს კი ის პირია, ვინც 1992-93 წლებში ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა.
ჩვენ ვითხოვთ, რომ პარლამენტმა ან ფაქტის შესახებ საკუთარი აზრი მოგვახსენონ. მითუმეტეს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა - პრეზიდენტის მრჩველი ლაშა საკანია შეხვდა საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომლ;ებმაც ხატებით ხელში უკანონოდ გადმოკვეთეს ენგური," - აცხადებს ვეტერანთა მოძრაობა "არუაას" ლიდერი თემურ გულია.
გავრცელებულ ვიდეოში ბჟანიას თანაშემწე ასევე საუბრობს აფხაზი და ქართველი ხალხის ძმობაზე, წარსული უთანხმოების წარსულში დატოვების საკითხსა და სამომავლო თანამსრომლობაზე.
მიტინგის მიმდინარეობის დროს, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრაზე შეუშვეს.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ბჟანიას ადმინისტრაცია და განაცხადა, რომ ბენურ კვირაია 2021 წლის 19 თბერვლის შემდეგ მჟანიას თანაშემწე აღარ არის, ხოლო საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ვიდეო გასულ წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ სკურჩაშია გადაღებული.
მასალის გამოყენების პირობები






